ხევი-ხევსურეთი

ხევი-ხევსურეთი

მოიარე საქართველოს მთიანი რეგიონები, თვალწარმტაცი ხევი და იდუმალი ხევსურეთი – თვითდამარხულთა განსასვენებლებითა და ციხე-სახლებით.

4-დღიანი სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის ფარგლებში, იხილეთ ხევსურეთის ალპური, ფერადი ტბები, როშკას ბუნების ძეგლი, დათვიჯვრის უღელტეხილი, ანატორის სამარხები და ქართული, უნიკალური არქიტექტურის მქონე ციხე-სოფლები.

საინტერესო ფაქტი ანატორის სამარხების შესახებ: სოფელში გავრცელებული სასიკვდილო დაავადებისგან, თანასოფლელთა სიცოცხლის დასაცავად, დაავადებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამებში და სიკვდილს გარდაცვლილ წინამორბედთა ნაშთებს შორის ელოდნენ. მათი ხილვის საშუალება ტურის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

დღე 1: თბილისი-ანანური-გუდაური-სტეფანწმინდა-ჯუთა

გასვლა თბილისიდან სტეფანწმინდის მიმართულებით: ანანურის შუასაუკუნეების ციხე-კომპლექსი, ლაჟვარდოვანი წყალსაცავის ხედით/ბუნებრივი მინერალური წყლის საბადო/გუდაურის მონუმენტი და ხედები ხევზე/გერგეტის სამება ზ.დ 2200მ. ხედები მყინვარწვერსა(5047 მ) და დაბა სტეფანწმინდაზე/ტრანსპორტირება ჯუთამდე და საფეხმავლო ტურის დასაწყისი ჭაუხებისკენ/შესვენება კვებისა და დასვენების ობიექტთან და გზის გაგრძელება საბანაკე ტერიტორიამდე, ჭაუხის სიახლოვეს/ღამისთევა კარვებში.

დღე 2: ჯუთა-როშკა

ნასაუზმევს, გზის გაგრძელება და უღელტეხილის გადალახვა/დაშვება აბუდელაურის ფერადი ტბებისაკენ – თეთრი ტბა (ზ.დ.-2812მ), 60-40 წუთის სავალზე, ლურჯი ტბა (ზ.დ- 2580მ.) დაახლოებით 0,1კმ-ში – მწვანე ტბა (ზ.დ. -2600მ.) მარშრუტზევეა როშკას ბუნების ძეგლი – მსოფლიოს უდიდეს „მოხეტიალე“-„გადაადგილებულ“ ლოდთაგანი. ტბებიდან სოფელ როშკამდე, ჯამში, გასავლელი მანძილი დაახლოებით 15 კმ./ღამისთევა როშკაში

დღე 3: როშკა-შატილი-მუცო

ნასაუზევს, ტრანსპორტირება შატილის მიმართულებით: დათვისჯვრის უღელტეხილი(2676 მ)/ნახავთ ლებაისკარის კოშკს, კისტანის ციხეს, ქაჩუს(თხორის) ციხეს/ციხე-სოფელი შატილი-(იუნესკოს დაცულ ძეგლთა საცდელი სია)/ანატორის სამარხები/ციხე-სოფელ მუცოს ნამოსახლარი/ღამისთევა კარვებში.

დღე 4: მუცო-თბილისი

გამომგზავრება თბილისისაკენ.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: incoming@traveladviser.ge

You can send your inquiry via the form below.