მიმართულებები საქართველო „რაჭა სიყვარულია“ – ზაფხულის სამდღიანი ტური

„რაჭა სიყვარულია“ – ზაფხულის სამდღიანი ტური

„რაჭა სიყვარულია“ – ზაფხულის სამდღიანი ტური

საქართველოს ერთ-ერთი მშვენება – რაჭა.

ქვეყნის დასავლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მხარე სამ ნაწილად – ქვემო, ზემო და მთიან რაჭად იყოფა. საშუალო სიმაღლე 3800მ-ზე მეტია.

გამოირჩევა ლანდშაფტით, გოგირდოვან-მინერალური წყლებითა და უნიკალური ვაზით, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება.

ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ობიექტებია:

  • ცხრაჯვარი, შაორი, ნიკორწმინდა, საყინულე, შარეულა, ამბროლაური
  • სიყვარულის ჩანჩქერი, ხიდიკარი, მინდა ციხე, ბარაკონი, მრავალძალი, სიყვარულის ტბა, ონი
  • გლოლა, უწერა, შოვი, ღები, გონა.

აღწერა:

  • ცხრაჯვარი – რაჭა-იმერეთის საზღვარზე, ნაქერალას მთაზე მდებარე სალოცავი. საფეხმავლო კატეგორიის მარშრუტი – ფეხით გასავლელი მანძილი – 9კმ; სიმაღლე -1409მ. ხედები იშლება დასახლებულ პუნქტებზე, ტყიბულის წყალსაცავზე. საუკეთესო შემთხვევაში კი- შავი ზღვის დანახვაცაა შესაძლებელი. თავად, კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუქტიდან ჩანს.
  • ნაქერალას უღელტეხილზე გადასვლის შემდგომ, რაჭის პირველ სანახავი ობიექტია შაორის ტბა(წყსც.) – მრავალფეროვანი, თვალწარმტაცი ხედებით.
  • შაორიდან 10 წუთის გასავლელ მანძილზე კი – ნიკორწმინდა -(XIს.)ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელი სიის წევრი.
  • მღვიმე – სხვავის საყინულე – სადაც ტემპერატურა ყოველთვის 0-ზე დაბალია. საუკუნოვანი ყინულის სვეტების სიმაღლე 8 – ხოლო სისქე 20 მეტრსაც აღწევს.
    აქვე ახლოს არის   მდინარე შარეულას ორი სათავეც, რომლებიც საწყისს მღვიმეებიდან იღებენ და გარემოს  მეტად საინტერესო და იდუმალ ელფერს სძენენ. ერთ-ერთ სათავესთან სასმელი წყარო – „ცივწყალა“ – გამოედინება.
  • გზა ამბროლაურის მიმართულებით გრძელდება, საიდანაც ქვაფთკარის, ე.წ სიყვარულის ჩანჩქერისაკენ გადაუხვევს. წყალი გულის ფორმის მღვიმის შესასვლელზე გადმოედინება და მასში გავლა, ადგილობრივი რწმენით, წარმატებული სიყვარულის საწინდარია.
  • ბარაკონის ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე, საერისთავოს აღმოსავლეთის მცველ კლდეკარს გაივლით, სადაც, კლდეში, შუასაუკუნეების ციხის ნაშთებს შენიშნავთ. თავად ბარაკონი, ორი მდინარის შესართავთან, მწვანით მოსილ გარემოში აღმართული XVIII საუკუნის ტაძარია – ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში. ამავე მდინარეთა შესართავს, მაღლობიდან კიდევ ერთი შემორჩენილი საბრძოლო-თავდაცვითი ნაგებობა – „მინდა ციხე“ გადმოჰყურებს.
  • მრავალძალის ტაძრამდე საფეხმავლო მარშრუტი მიგიყვანთ. გასავლელი გზა – ჯამში 10 კმ. ადგილობრივებისთვის იგი საკრალურ ადგილს წარმოადგენს. მათი რწმენით, წარმატების მისაღწევად იგი  სამჯერ უნდა მოილოცო. წმინდა გიორგის სახელობის ხუროთმოძღვრების ძეგლი XI საუკუნით თარიღდება. მოლაშქრეებში პოპულარობით სარგებლობს აქვე მდებარე ე.წ. სიყვარულის ტბაც.
  • მთის რაჭა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ტურის ფარგლებში შესაძლებელია ეწვიოთ გლოლას, უწერას, შოვს, ღებსა და გონას. დააგემოვნებთ ცნობილ სამკურნალო წყალსაც, რომელიც სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემათა დაავადებების დროს.

You can send your inquiry via the form below.