მიმართულებები საქართველო მკურნალობა და გაჯანსაღება

მკურნალობა და გაჯანსაღება

            მკურნალობა და გაჯანსაღება

საქართველო მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით, მათ შორის,  ცხელი და ცივი მინერალური წყლებით, მაგნიტური ქვიშებით, ვულკანური ტალახებითა თუ თიხით. თბილისი, საირმე, ბორჯომი, წყალტუბო, ურეკი და  სხვა სპა-გამაჯანსაღებელი სამკურნალო ცენტრები მზად არიან, 5-ვარსკვლავიანი მომსახურებით უზრუნველყონ მომხმარებლები

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო
უნიკალური თვისებების მქონე და 60-ზე მეტი დაავადების სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალება საზოგადოებაში უკვდავების წყლის სახელით სარგებლობს.
კურორტი ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის წევრია (EHTTA), საირმესთან ერთად.

წყლის უნიკალურობისა და ოპტიმალურობის განმსაზღვრელი რამდენიმე ფაქტორი:

  • აბაზანებში, პირდაპირ, წყაროებიდან შემავალი წყალი
  • თერმულ-აიროვანი რადიოაქტიური წყლების რიგი
  • მუდმივი, ბუნებრივი 33-35℃ (ხელოვნური ჩარევებისგან თავისუფალი)
  • დაბალანსებული, არააგრესიული და არატოქსიკური შემადგენლობა (ნებისმიერი ასაკის პაცინტისთვის, 4 წლიდან)
  • მუდმივად გამდინარე

გარდა წყლის უნიკალურობისა, წყალტუბოსადმი ინტერესს განსაზღვრავენ:

  • სპელეოთერაპიის შესაძლებლობები-კრისტალურად სუფთა, მტვრის ნაწილაკებისაგან თავისუფალი ჰაერი და მღვიმეთა მიკროკლიმატი. საუკეთესოა ასთმისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
  • მწვანე ლანდშაფტი და საბჭოთა არქიტექტურის ძეგლები, ძველი სანატორიუმებისა და სხვა საინტერესო შენობების სახით.
*სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პაკეტები5 დღე10 დღე15 დღე20 დღე
·         ოსტეოქონდროზიüüü
·         ოსტეოართროზიüüü
·         მაანკილოზირებელი სპონდილიტüüü
·         ტანადობის დარღვევüüü
·         რევმატოიდული პოლიართრიტი; სპონდილოართრიტüüü
·         კანის დაავადებებüüü
·         გინეკოლოგიური დაავადებებიüü
·         უროლოგიური და ანდროლოგირი დაავადებების პროფილაქტიკაüü
·         ნევროზüü
·         მენეჯერის სინდრომიüü
·         ენდოკრინული სისტემ და ნივთიერებათა ცვლის დარღვევაü

*ფასი ცვალებადია, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე. (საჭირო პროცედურათა რაოდენობა და კომბინაცია)

განთავსება

  • საოჯახო სასტუმრო-5* სასტუმრო

 პაკეტი მოიცავს:

  • განთავსება
  • კვების სასურველი პროგრამა (BB,HB,FB)
  • ტრანსპორტირება
  • განტვირთვის დღე-ექსკურსია

You can send your inquiry via the form below.