მიმართულებები საქართველო თავგადასავალი და ადრენალინი: ჯომარდობა საქართველოს მდინარეებზე

თავგადასავალი და ადრენალინი: ჯომარდობა საქართველოს მდინარეებზე

თავგადასავალი და ადრენალინი: ჯომარდობა საქართველოს მდინარეებზე

საქართველო, როგორც ტბების და მდინარეების ქვეყანა, ჯომარდობისთვის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.  ტურის შერჩევა შესაძლებელია ყველა შესაძლებლობის მქონე მსურველისათვის, დამწყებიდან-პროფესიონალამდე.

საჯომარდო პოტენციალის მქონე მდინარეები, სირთულის დონის მიხედვით, სეზონური ცვლილებებით ხასიათდებიან და შემდეგნაირად არიან წარმოდგენილნი:

  • მტკვარი (I-V დონე);

დამწყებთათვის საუკეთესოა მცხეთასთან ახლოს, I დონეზე დაშვება. არ ხასიათდება ჩქერებითა და ორმოებით. საჭიროებს მინიმალურ მანევრირებას.

I-II კატეგორიისაა ასევე, მტკვრის 10 კილომეტრიანო მონაკვეთი – ხერთვისი-ასპინძის მარშრუტზე.

არაგვი (II-III დონე)

II კატეგორიის მდინარე ოდნავ აჩქარებული ტემპითა და მცირე წინაღობებით ხასიათდება.

ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ზაფხულში დაეშვათ თეთრ არაგვზე. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 13 კილომეტრია და მაქს. 80 წთ-ს მოითხოვს.

რაც შეეხება ფშავის არაგვს, დაშვება 15 კილომეტრიან მონაკვეთზე, დაახლოებით 90 წუთის მანძილზე ხორციელდება.

  • რიონი(III-VI დონე)

III კატეგორიის მდინარეები კარგ მანევრირებას საჭიროებენ. ხასიათდებიან სწრაფი დინებით, საშუალო სიდიდის ჩქერებითა და ორმოებით.

რიონზე შესაძლებელია დაეშვათ ტვიშის კანიონში (16კმ, 110 წთ) ან ონი-ამბროლაურის მარშრუტზე (30კმ, 180წთ).

  • ცხენისწყალი(IV დონე)

IV კატეგორიის მდინარე კარგ გამოცდილებას საჭიროებს მანევრებისათვის. ხასიათდება მძლავრი და სწრაფი დინებით, ძილერი ჩქერებით, ორმოებითა და დაბრკოლებებით. მსგავსი მდინარეების კატეგორიას გაზაფხულზე მტკვარიც უერთდება.

IV-Vკატეგორიის დაშვება მტკვარზე შესაძლოა განხორციელდეს ვარძიასთან (სოფ.ფია) 6
კილომეტრიან მონაკვეთზე.

II- IV კი კვლავ ვარძიასთნ, მირაშხანი-თმოგვის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე.

  • თერგი (V-VI დონე); ენგური (VI დონე)

V-VI კატეგორიის მდინარეების სწრაფი დინება, დიდი ჩქერები, ლოდები და სხვა მნიშვნელოვანი წინაღობები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკებს შეიცავენ და დაშვების მსურველთგან მნიშვნელოვან გამოცდილებას მოითხოვენ.

შეარჩიე სასურველი ადრენალინის დონე და დაგვიკავშირდი!

პერიოდი: გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომა

პაკეტი მოიცავს

  • ტრანსპორტირება
  • აღჭურვილობა
  • ინსტრუქტორი

You can send your inquiry via the form below.