მიმართულებები საქართველო ზაფხულის სამი დღე-გაიცანი დაუვიწყარი სვანეთი

ზაფხულის სამი დღე-გაიცანი დაუვიწყარი სვანეთი

ზაფხულის სამი დღე-გაიცანი დაუვიწყარი სვანეთი

კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარე მხარე სვანეთი – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ადგილია(თუშეთის ბოჭორნასთან ერთად(საქ.))

უძველესი ტრადიციებისა ის მხარე, ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული იდუმალი კოშკები – დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მნახველზე. მწვერვალებს შორის არიან: შხარა, უშბა და თეთნულდი.და ლეგენდებ

უშგული, ჩაჟაშის 30 კოშკით იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია და მოიხსენიება, როგორც მუზეუმი, ღია ცის ქვეშ. სწორედ უშგულია სვანეთის უმაღლესი დასახლებული პუნქტი.(2200მ)

სხვა სანახაობებს მიეკუთვნებიან კულტურული მნიშვნელობის ძეგლები, მუზეუმებში დაცული განძი თუ ადგილობრივი, ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები და სხვა.

ტურის ფარგლებში, შეძლებთ საბაგიროთი ახვიდეთ ზურულდის მთაზე, საიდანაც ზამთრის პერიოდში მოქმედი, 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა იღებს სათავეს. წლის დანარჩენ დროს კი დატკბით ხედებით უშბაზე, თეთნულდსა და კავკასიონზე – ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარე რესტორნიდან.(2340m)

დატკბით ქორულდის სარკისებრ ტბებში არეკლილი გრაციოზული მთებითა და მათი ხედებით.

დღე 1:  გამგზავრება მესტიის მიმართულებით. ენგურის კაშხალი/გზად მესტიისკენ, ეწვევით სოფელ ლატალსა და მის ღირსშესანიშნაობებს: მაცხოვრისა(X-XI)  და იონა წინასწარმეტყველის(შუასაუკუნეები) ტაძრებს/სვანეთის ეროვნული მუზეუმი/. ხერგიანის მუზეუმი/ბეთქილის მჟავე წყლები/ ღამისთევა მესტიაში.
დღე 2: საუზმე//სოფელი იფარი და სიყვარულის კოშკი/წმ.კვირიკესა და ივლიტეს ტაძარი კალაში/უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი / ჩაჟაშის კოშკები/თამარ მეფის ზამთრისა და ზაფხულის კოშკები/ლამარია- IX საუკუნის ეკლესია X-XII საუკუნეების ფრესკებით/ღამისთევა მესტიაში
დღე 3: საუზმე სასტუმროში/ ჰაწვალის საბაგირო/ქორულდის ტბები/ გამგზავრება ზუგდიდისკენ – დადიანების მუზეუმ-სასახლე/ დაბრუნება თბილისში.

 ფასი მოიცავს:

  • ტრანსპორტირება
  • მუზეუმების მოსაკრებლები
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე
  • გიდი

You can send your inquiry via the form below.