მიმართულებები საქართველო ათი დღე შავი ზღვის სანაპიროსა და მის შემოგარენში

ათი დღე შავი ზღვის სანაპიროსა და მის შემოგარენში

ათი დღე შავი ზღვის სანაპიროსა და მის შემოგარენში

შავი ზღვის სუბტროპიკული სანაპირო  ზოლი მრავალფეროვანი კურორტებითა და სანაპიროებით გამოირჩევა. იგი თანაბრად მიმზიდველია, როგორც აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, ასევე ეკოლოგიით, არქეოლოგიითა თუ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროფილით დაინტერესებული სტუმრისათვის.

ბათუმში დასვენების პარალელურად,  ნახავთ აჭარის შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო კურორტს, არქეოლოგიურ ძეგლებს, ეწვევით მთიან აჭარას, გაეცნობით კულტურულ-ისტორიულ და ეკო გარემოს.

დღე: 1 დღის ტური ბათუმში და ზღვაზე დასვენება

დღე: 2 ზღვაზე დასვენება და საღამოს ტური ბათუმში

დღე: 3 გონიო-სარფი-მანხუცეთი-ღვინის სახლი

დღე: 4 თავისუფალი დღე ზღვაზე დასვენებისათვის

დღე: 5 თავისუფალი დღე ზღვაზე დასვენებისათვის

დღე: 6 ციხისძირი და მტირალას ეროვნული პარკი

დღე: 7 თავისუფალი დღე ზღვაზე დასვენებისათვის

დღე: 8 მწვანე კონცხი და ზღვაზე დასვენება

დღე: 9 თავისუფალი დღე ზღვაზე დასვენებისათვის

დღე: 10 თავისუფალი დღე ზღვაზე დასვენებისათვის.

ბათუმის ტური მოიცავს პოპულარულ ტურისტულ ადგილებსა და ობიექტებს. მათ შორის ისეთებს, როგორებიცაა ალი და ნინოს მოძრავი სკულპტურა; ანბანის კოშკი, წრიულად მოძრავი რესტორნითა და ხედებით ქალაქსა და ზღვაზე; ეშმაკის ბორბალი; მოცეკვავე შადრევანი და ლაზერული სანახაობა; საბაგირო გზა(სიგრძე 2586მ) და პანორამული ხედები ბათუმზე, ანურიის მთიდან(256მ); ბათუმის ცენტრალური პარკი კოლონადებით, ტბით, ნავებით და სხვ.; პიაცა; ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია – ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ადრეული 1900-იანებიდან. თავდაპირველად აგებული, როგორც კათოლიკური ეკლესია. (გოთური არქიტექტურა); წმ. ნიკოლოზის ტაძარი(XIXს); თევზის ბაზარი, სხვა.

დანარჩენ დღეებში, მოინახულებთ სხვა სანაპირო კურორტებს, გამორჩეულს კამკამა წყლითა თუ არქეოლოგიური თვალსაზრისით. მათ შორის სარფს, გონიოს, ციხისძირსა და მწვანე კონცხს.

გონიოს ციხე – (I ს. ჩ.წ.აღ)- მუზეუმ-ნაკრძალი – აჭარის ისტორიის რომაული პერიოდის ძეგლი, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დანიშნულებით. მითები და ლეგენდები: თვლიან, რომ აქ დაკრძალულია  აიეტის ვაჟი აფსირტე და იესოს 12-მოწაფეთაგან ერთ-ერთი – მატათა. უძველესი არქეოლოგიური  არტეფაქტები მიეკუთვნება ჩ.წ.აღ. XVII-XV სკ-ნეებს. ციხის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა დღემდე მიმდინარეობს.

ტურის ფარგლებშია, ზღვისპირა კლიმატური კურორტი ციხისძირი და აქვე მდებარე პეტრას ციხე – არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ბათუმიდან 25კმ-ში.
უნიკალური სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობის მქონე ციხე, ადრეფეოდალური კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ძეგლია.(ახ.წ.აღ. VIს.)

ბათუმიდან 9კმ-ში ეწვევით ბოტანიკურ ბაღს. მისი ისტორია 1881 წლიდან იწყება. აერთიანებს   ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებს. ისინი, თავისმხრივ მოიცავენ აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდ. და სამხ. ამერიკის, ხმელთაშუაზღვიურ და ამიერკავკასიური ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებებს. რაც შეეხება კოლექციებს, აქ შეხვდებით ციტრუსოვნებს, ხეხილ-კენკროვნებს, კამელიებს, ყვავილოვან-ბალახოვნებს და ვარდებს. ასევე, ჰერბარიუმის ფონდს. დამატებით საფასურად, პარკში გადაადგილება ელექტრომობილითაა შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პიკნიკის გამართვა.

აჭარისწყლის ხეობაში ეწვევით მანხუცეთის ჩანჩქერსა და XIIსაუკუნის ქვის თაღოვან ხიდს.(თამარ მეფის ხიდი.) დაბრუნებისას კი აჭარული ღვინის სახლს.

ზ.დ.265-442მ-ზე, წაბლნარის ჩანჩქერის 7კმ-იანი ბილიკით მტირალას ეროვნული პარკი  გიმასპინძლებთ. შემეცნებით-გასართობი ხასიათის გახვლას დამატებით ხიბლს შესძენს ხეობაში არსებული ტბა, წყავის, კოლხური ბზისა და სუროთა მრავალფეროვან სახეობათა ქვეტყე. აქვეა საპიკნიკე ადგილები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ზიპლაინისა და კანიონინგის ორგანიზება.

დამატებით ფასად:

შესაძლებელია ყვინთვის ორგანიზება, დელფინებთან ერთად ცურვა. ატრაქციონების პარკში ვიზიტი და მაგნიტურქვიშიან სანაპიროზე დასვენება. ექსკურსიები მაჭახელასა და კინტრიშის უნიკალური ფლორითა და ფაუნით მდიდარ დაცულ ტერიტორიებზე. სადაც, უძველესი ქვის საწნახელები, შუასაუკუნოვანი ქვის თაღოვანი ხიდები თუ ადგილობრივი თოფის ისტორია, საინტერესო წარსულში გამოგზაურებთ.

You can send your inquiry via the form below.